ერევანში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სასამართლოს შენობასთან, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მომხრეების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ. დემონსტრანტებმა ქუჩაც გადაკეტეს. როგორც აცხადებენ, ამ გზით ცდილობენ სასამართლო პროცესისადმი ყურადღების მიქცევას.
შეგახსენებთ, რობერტ ქოჩარიანს სახელმწიფოებრივი წესრიგის დარღვევასა და 2008 წლის პირველ მარტს გამართული აქციის დაშლაში ედება ბრალი.
რობერტ ქოჩარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.