ერევანში სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ
ერევანში სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ

ერევანში, საპროტესტო აქციაში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას.

საპროტესტო აქცია ერევნის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. დემონსტრანტთა ერთმა ნაწილმა კორიუნასა და ტერიანის გამზირები გადაკეტა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოძრაობა პარალიზებულია.

აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დაუმორჩილებლობის აქციები ყოველ დღე 08:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ლიდერის გარეშე დარჩენილი დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გათავისუფლებასა და სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიციონერი აქტივისტის რუბენ რუბიანის ინფორმაციით, გუშინ სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 160 ათასი ადამიანი იყო გამოსული.