ერევანში სპეცდანიშნულების რაზმმა მთავრობის სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო
ერევანში სპეცდანიშნულების რაზმმა მთავრობის სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო

სომხეთში ანტისამთავრობო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები დილიდან მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავრობის სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებენ.

პოლიციას შენობა ალყაში აქვს მოქცეული. ადგილზეა ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანიც, რომელიც ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებს.

პაშინიანი პოლიციას მოუწოდებს, დემონსტრანტების მხარეს გადავიდნენ.