ერევანში, დღეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება. სარგსიანს საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვაში ადანაშაულებენ. თავად სომხეთის ექსპრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს.
გამოძიების მიხედვით, სარგსიანმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად მიყიდვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სახსრები არასათანადოდ დაიხარჯა. საუბარია დაახლოებით ერთ მილიონი ამერიკულ დოლარზე.
კერძოდ, გამოძიება ამტკიცებს, რომ სარგსიანმა პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერის დროს ერთ-ერთ კომპანიას უპირატესობა უკანონოდ მიანიჭა.
ამავე საქმეზე ბრალი წაყენებული აქვს სომხეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ სერგო კარაპეტიანს, ასევე მის მოადგილესა და უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანს.