ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ამ წუთებში ბაგრამიანის მოედანზე არიან და გადაადგილებას იწყებენ. ჯერ უცნობია, ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის გეგმა და ასევე, აქციის მონაწილეთა გადაადგილების მარშრუტი.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ბაგრამიანის მოედანზე გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, თუმცა აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ფაშინიანი მხარდამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ აცხადებს. სამართალდამცველებმა დღეს საპროტესტო აქციის 68 მონაწილე დააკავეს.
ფოტო: მირიან მელაძე