ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა. ქალაქის სხვდასხვა ქუჩებში დემონსტრანტები იკრიბებიან, ისინი ქუჩების გადაკეტვას გეგმავენ.
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დაუმორჩილებლობის აქციები ყოველ დღე 08:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ლიდერის გარეშე დარჩენილი დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გათავისუფლებასა და სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ.
ოპოზიციონერი აქტივისტის რუბენ რუბიანის ინფორმაციით, გუშინ სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 160 ათასი ადამიანი იყო გამოსული.