ერევანში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდება
ერევანში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდება

ერევანში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლები ამ დროისთვის შეწყვიტეს, აქტივისტების ნაწილი კი ღამეს რესპუბლიკის მოედანზე გაათენებს.

როგორც აქციაზე გახდა ცნობილი, მიტინგი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე განახლდება.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ​ფაშინიანი მხარდამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ აცხადებს. სამართალდამცველებმა დღეს საპროტესტო აქციის 68 მონაწილე დააკავეს.