მედიის ცნობით, ერევანში, პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა
ერევანში, პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ყუმბარა აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაჭრილები.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლიციის შენობაში შეიჭრნენ ორგანიზაცია „საბრძოლო ძმობის“ წევრები, რომლებიც ორგანიზაციის იმ წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ვინც პოლიციამ დღეს დილით დააკავა.
პოლიციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები მივიდნენ.