ერევანში, პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოსთან შეიარაღებული პირის განიარაღებას სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ
ერევანში, პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოსთან შეიარაღებული პირის განიარაღებას სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ

ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში, პოლიციის შენობასთან ოპერაცია მიმდინარეობს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე სამი შეიარაღებული პირი პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობდა.

ამ დროს შენობასთან ყუმბარა აფეთქდა. ორი შეიარაღებული პირი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მედია წერს, მესამე შეიარაღებული პირი ამ დრომდე პოლიციის შენობის მოპირდაპირედ იმყოფება. სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია მის განიარაღებას ცდილობს.

ამასთან, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერევანში, პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.