ერევანში ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების აქცია პარალელურად მიმდინარეობს
ერევანში ერთმანეთის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. აქციაში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები კი პრემიერს მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა ნიკოლ ფაშინიანმა მათ დაშლისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, სომხეთის მოქალაქეების ნაწილმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 9 ნოემბერს ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ.