ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გრძელდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები. დემონსტრანტთა ნაწილი შესასვლელების ბლოკირებას ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.