სომხეთის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
ოპოზიციური პარტიების გეგმის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დროებით ყოფილი პრემიერი ვაზგენ მანუკიანი დაიკავებს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მანუკიანი მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.
სომხეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოებრივ ინტერესებს უღალატა და ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა.