სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
აქციის მიმდინარეობისას ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ და ამ მიზნით ხმოვან-მანათობელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.