ერევანში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული მოწოდებების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ერევანში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული მოწოდებების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ერევანში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები შემდეგ დაკავებულია ექვსი ეჭვმიტანილი.

როგორც „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთის მთავრობის აპარატის უფროსი ედუარდ აგაჯიანი წერს, დაკავებულებს ბრალად ედებათ ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ და საკონსტიტუციო წყობის დამხობისკენ მიმართული მოწოდების გაკეთება. მისივე თქმით, ორი ეჭვმიტანილი, სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ცემაშიც მონაწილეობდა.

სომხეთის ვიცე პრემიერმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს ხისტი მეთოდებით აღკვეთს.

„საჭიროების შემთხვევაში ეს ხელისუფლება გადადგება, აირჩევენ ახალ მთავრობას, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჩვენი გუნდი არ დაუშვებს“, – წერს სომხური მედია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერდა ხელი. ოპოზიცია ამ შეთანხმების გაუქმებას ითხოვს.