ერევანში HSBC-ის ბანკის ერთ-ერთ ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა თავს
ერევანში HSBC-ის ბანკის ერთ-ერთ ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
შემთხვევის შედეგად, დაცვის ორი თანამშრომელი დაიჭრა, მოგვიანებით კი ერთი მათგანი გარდაიცვალა.
ცეცხლსასროლი იარაღით, დანითა და ყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სალაროდან თანხა გაიტაცა და ტერიტორიიდან მიმალვას შეეცადა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, მიმდებარე ტერიტორია და ეჭვმიტანილი ალყაში მოაქციეს. შეიარაღებულმა პირმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. საპასუხო ცეცხლის შედეგად, მისი განეიტრალება შეძლეს. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.