ერევანში დღევანდელი საპროტესტო აქციების დროს შვიდი ადამიანი დაშავდა
ერევანში დღევანდელი საპროტესტო აქციების დროს შვიდი ადამიანი დაშავდა. ისინი საავამდყოფოში რჩებიან. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი დროით 12:00 საათის მონაცემები.
სამინისტროში განმარტეს, რომ სულ ჰოსპიტალიზაცია 10 ადამიანს დასჭირდა, მათგან შვიდ კლინიკებში დღეს მომხდარი შეტაკების შემდეგ გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, სამი დემონსტრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანისა და სომხეთის პრემიერ მინისტრის სერჟ სარგსიანის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით დაკავებულია 192 ადამიანი. მათ შორის არის ოპოზიციის ლიდერი ფაშინიანი და კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი. მათ უკანონო შეკრების ორგანიზებას ედავებიან.