ერევანში, აშშ-ის საელჩოსთან მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ
ერევანში, აშშ-ის საელჩოსთან მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„ჩვენი მიწა ჩვენ გვეკუთვნის“, „დაგვიბრუნეთ ჰადრუთი“, – სკანდირებენ დემონსტრანტები.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მომიტინგეებმა აქცია გამართეს საფრანგეთისა და რუსეთის საელჩოებთანაც.
შეგახსენებთ, ქალაქი ჰადრუთი ერთ-ერთია იმ დასახლებებს შორის, რომელიც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა დაიკავა.