ერევანში აქციის მონაწილეებს ის შენობა აქვთ ბლოკირებული, სადაც რამდენიმე სამინისტროა განთავსებული
ერევანში აქციის მონაწილეებს ის შენობა აქვთ ბლოკირებული, სადაც რამდენიმე სამინისტროა განთავსებული, მათ შორის არის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
აქციის მონაწილეებთან ერთად არის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი. ის მანამდე მომხრეებთან ერთად მერიის შენობასთან აქციას ატარებდა.
ფაშინიანი მოუწოდებს სამინისტროს თანამშრომლებს, შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს.
პოლიციამ ისინი გააფრთხილა, დატოვონ სამინისტროების მიმდებარე ტერიტორია.
გავრცელებული ინფორმაცით, 19:00 საათზე ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე გადანაიცვლებს, სადაც ხვალინდელ გეგმებზე ისაუბრებს.
უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ფაშინიანი მხარდამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ აცხადებს.
სამართალდამცველებმა დღეს საპროტესტო აქციის 68 მონაწილე დააკავეს.