ერევანში აქცია განახლდა. მომიტინგეებს სიტყვით ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანი მიმართავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან მომიტინგეებს სამოქმედო გეგმა გააცნო.
პაშინიანის თქმით, მომიტინგეები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას აგრძელებენ, რათა ხვალ პარლამენტმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევა ვერ მოახერხოს.
„ხვალ აქცია ბევრად მასშტაბური უნდა იყოს. უნდა ჩავკეტოთ პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა“,- განაცხადა პაშინიანმა.
შეგახსენებთ, ხვალ სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. მმართველმა პარტიამ პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატად ექსპრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი დაასახელა.