ერევანში ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრაციას მოძრაობა „სამშობლოს გადასარჩენად“ წევრები და მათი მხარდამჭერები მართავენ, რომლებიც პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობა არ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, რისი დაპირებაც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დადო.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მიტინგების გაგრძელებას აპირებს და შემდეგ თვეში საყოველთაო დაუმორჩილებლობასაც გამოაცხადებს, თუ პრემიერ-მინისტრი დაპირებას არ შეასრულებს. ოპოზიცია ფაშინიანის მთავრობიდან ჩამოცილებას ითხოვს.
თავის მხრივ, დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის აპრილში გადადგება, რათა 20 ივნისს ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.