ერევანი ისრაელისგან XX საუკუნის დასაწყისში სომხების გენოციდის აღიარებას ელოდება
ერევანი ისრაელისგან XX საუკუნის დასაწყისში სომხების გენოციდის აღიარებას ელოდება – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა განაცხადა.
„ეს საკითხი იყო და რჩება ჩვენი დიალოგის დღის წესრიგში. ორი ერი გენოციდის საშინელებებს გადაურჩა. ბევრი მეცნიერისა და პოლიტიკოსის შეფასებით, სომხების გენოციდის დროული და სრულფასოვანი შეფასების შემთხვევაში, ჰოლოკოსტისა და სხვა გენოციდების თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ველოდებით აღიარებას ისრაელისგან“ – აღნიშნა ედუარდ ნალბანდიანმა.