ერდოღანმა ნატო-ს ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყანა. თურქეთის პრეზიდნეტის თქმით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩრდილოტალანტიკურმა ალიანსმა უარი უთხრა ანაკარას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებაზე. თურქეთის ლიდერის თქმით, საპასუხოდ ანკარამ რუსული სისტემების შეძენაზე დაიწყო მოლაპარაკებები, ხოლო ნატო-ში ამის გამო თურქეთის კრიტიკა დაიწყეს.
„ასეთი ქმედებები ალიანსის ნდობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს წარმოშობს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ეს განცხადება, მან ანკარასა და ნატო-ს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე გააკეთა.
გუშინ, თურქეთმა ნორვეგიაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებიდან 40 სამხედრო მოსამსახურე უკან გაიწვია. ამის მიზეზი კი თურქეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ქემალ ათათურქის სტენდზე განთავსებული პორტრეტები გახდა, რომელიც ნორვეგიელმა სამხედრომ შეცდომით სწავლებისთვის განკუთვნილ პოლიგონზე „მტრების“ კატეგორიაში განათავსა.
აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივნამა მომხდარის გამო თურქეთის ლიდერს ბოდიში ორჯერ მოუხადა.