რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე საკუთარი სიძე დანიშნა. მორიგი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში თურქეთის პირველმა პირმა მინისტრთა ახალი კაბინეტის წარდგენისას ფინანსთა სამინისტრო საკუთარი ოჯახის წევრს, ბერატ ალბაირაკს ჩააბარა. მას მანამდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტი ეკავა.
ამასთან ერთად, დასახელდა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში კანდიდატურები სხვა პოსტებზე. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ახალ მთავრობაში სულ 16 მინისტრი შევიდა. ეს კი წინა მინისტრთა კაბინეტის რაოდენობას 10-ით ჩამოუვარდება. მევლუთ ჩავუშოღუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოკტაი გახდა, რომელიც მანამდე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბინალ ილდირიმის მრჩეველი იყო. თავდაცვის სამინისტროს ხულუს აკარი უხელმძღვანელებს.
თურქეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა და მთავრობის ფორმირება პრეზიდენტის პრეროგატივა გახდა.