თურქეთის პრეზიდენტი მოუწოდებს მოსახლეობას, გაყიდოს უცხოური ვალუტა და ამით ეროვნული ვალუტის გამყარებას დაეხმაროს .
„დოლარი ვერ ჩაგვიკეტავს გზას, არ ინერვიულოთ. თუ ვინმეს აქვს დოლარი ან ოქრო ბალიშის ქვეშ, უნდა წავიდნენ და ჩვენს ბანკებში ლირა იყიდონ. ეს არის შიდა, ეროვნული ბრძოლა”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა .
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, თურქული ლირის ღირებულება ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.