ერდოღანი პუტინს აფრთხილებს, რომ თუ იდლიბის რეგიონი სირიის მთავრობის სამიზნედ დარჩება, „ასტანის შეთანხმება” შესაძლოა, დასრულდეს
ერდოღანი პუტინს აფრთხილებს, რომ თუ იდლიბის რეგიონი სირიის მთავრობის სამიზნედ დარჩება, „ასტანის შეთანხმება” შესაძლოა, დასრულდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იდლიბის რეგიონი სირიის მთავრობის სამიზნედ დარჩება, სირიის კონფლიქტის შესაჩერებლად მიღწეული “ასტანის შეთანხმება” შესაძლოა, დასრულდეს.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრა, მას შემდეგ რაც სირიის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად დერაას ტერიტორიაზე, ეროვნული დროშა აღმართა.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შეშფოთებულია სამოქალაქო პირების მიმართ მოპყრობით.

პრეზიდენტის თქმით, მოვლენების “ნეგატიური განვითარების” თავიდან არიდება მნიშვნელოვანია, რათა მეამბოხე დაჯგუფებებმა შეძლონ დასწრება 30-31 ივლისს ასტანაში დაგეგმილ შეხვედრაზე.