ერბილის დაბომბვასთან დაკავშირებით ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს
ერბილის დაბომბვასთან დაკავშირებით ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.
ერაყის მედიის ინფორმაციით, ქურთისტანის რეგიონში განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვასთან დაკავშირებით ირანელ დიპლომატს, აბუ ალ-ფადლ აზიზის ერაყის საგარეო უწყებაში საპროტესტო ნოტა გადასცეს.
შეხვედრის დროს ერაყმა დაგმო ერბილის რაიონებზე თავდასხმა, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ასევე ზიანი საჯარო და კერძო საკუთრებაში.
ერაყის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმა არის ერაყის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის პრინციპებს, საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.