ერაყში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი
ერაყში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დაღუპულებს შორის ოთხი სამხედრო მოსამსახურეა სამი კი, მშვიდობიანი მოქალაქე. თავდასხმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ავტომობილში მყოფმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სასაზღვრო – გამშვებ პუნქტთან ახლოს აამოქმედა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ამის შესახებ მისი კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო Amaq-ის საშუალებით განაცხადა.
ერაყის ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა. სახელისუფლებო არმიამ რადიკალებს დაკავებული ტერიტორიები დაატოვებინეს. მას შემდეგ ტერორისტული დაჯგუფება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში თავდასხმებს ახორციელებს.