ერაყში შეიარაღებულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში შეიარაღებულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

11 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა ერაყის დედაქალაქის სიახლოვეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

„როიტერის“ ინფორმაციით, შეიარაღებული მებრძოლები ოთხი ავტომობილით არმიის სამეთვალყურეო პუნქტს ყუმბარებით დაესხნენ თავს, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.