ერაყში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ხუთი პირი
ერაყში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ხუთივე პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი საბრძოლო ოპერაციას ახორციელებდა ბაღდადიან 170 კილომეტრის დაშორებით, ამირლის დასახლებასთან.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი თუ ტექნიკური გაუმართაობა.