ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამთავრობო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების გარდაცვლილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თანაშემწე სამი ჯასიმი დააკავეს.
ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ჯასიმი დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა და ზედამხედველობას უწევდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ნავთობის, ბუნებრივი აირის, ანტიკვარიატის და სხვადასხვა მინერალების გაყიდვებიდან შემოსულ შემოსავლებს.
აშშ-ის მთავრობას მისი დაჭერის ან მასზე ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.