ერაყში ირანის საკონსულოზე თავდასხმის მცდელობისას სამი ადამიანი დაიღუპა
ერაყის ქალაქ ქარბალაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის მცდელობისას სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 20 დაშავდა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ნაწილმა 3 ნოემბერს, საღამოს ირანის საკონსულოს შენობაში შეჭრა სცადა. შედეგად, დაიწყო შეტაკება პოლიციელებთან, რა დროსაც დაშავდა 20 ადამიანი. მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევა შეეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ირანის საკონსულომ საკუთარ მოქალაქეებს ერაყში ჩასვლისაგან თავის შეკავება ურჩია. ერაყში ოქტომბრის დასაწყისიდან საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. დემონტრაციების დროს 250 ადამიანი დაიღუპა.