ერაყში გამართული უკანასკნელი დემონსტრაციის დროს 40 ადამიანი დაიღუპა
ერაყში გამართული უკანასკნელი დემონსტრაციის დროს 40 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ორი ათასამდე პირი.
„ბიბისის“ ცნობით, აქტივისტების უმეტესი ნაწილი მაშინ დაიღუპა, როდესაც ისინი დედაქალაქ ბაღდადში ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაზე სახელისუფლებო შენობებზე თავდასხმებს ცდილობდნენ. ორი ადამიანი კი, ცრემლსადენი აირის მოწყობილობებმა იმსხვერპლა.
ერაყში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. დედაქალაქ ბაღდადთან ერთად აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება. აქტივისტები სამუშაო ადგილების შექმნას, უკეთეს სოციალურ პირობებს და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციების ფარგლებში არეულობების დროს საერთო ჯამში 150 ადამიანი დაიღუპა.
ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობას აქციის გამართვის უფლებით სარგებლობა შეუძლია, თუმცა დასძინა, რომ ძალადობის მიმართ ხელისუფლება ტოლერანტული ვერ იქნება.