ერაყის ქურთისტანში, ქალაქ ერბილში სამთავრობო შენობას თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების ლიკვიდაცია შეძლეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თავდამსხმელები ერბილის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს დილით გამოჩნდნენ. შეიარაღებულმა პირებმა შენობის შტურმით აღება სცადეს. ერაყის ქურთისტანის უსაფრთხოების ძალებმა სამი ბოროტმოქმედის ლიკვიდაცია რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ მოახერხეს. გათავისუფლებულია ერთი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის შენობაში თავდამსხმელებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.