ერაყში ბოლო ხუთ დღეში დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ერაყში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი უკვე 6 000 აჭარბებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესვროდა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდადსა და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში არეულობა უკვე ხუთი დღეა, არ წყდება. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა კორუფციისა და უმუშევრობის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც.
არეულობის გამო ერაყის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. გათიშულია ინტერნეტიც.