ერაყში დემონსტრაციის დროს 19 ადამიანი მოკლეს
ერაყში დემონსტრაციის დროს 19 ადამიანი მოკლეს

ერაყში დემონსტრაციის დროს შეიარაღებულმა პირებმა 19 ადამიანი მოკლეს. დაშავებულია 70-ზე მეტი პირი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში, ტაჰირის მოედანთან ახლოს მოხდა. დაღუპულებს შორის სამი სამართალდამცველია.

როგორც „როიტერი“ იუწყება, უცნობი პირები ცეცხლსასროლი იარაღით და დანებით იყვნენ შეიარაღებულები.

ბაღდადის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების განცხადებით, თავდამსხმელების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მომხდარი უკვე დაგმო ერაყის შიიტმა სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი სისტანიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციის გათვალისწინებით და გარეშე ძალების ჩარევისგან დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს.

რამდენიმეკვირიანი დემონსტრაციების შემდეგ ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მაშტაბურ დემონსტრაციებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.