ბაღდადში თავდამსხმელებმა აშშ-ის საელჩო დატოვეს
ბაღდადში თავდამსხმელებმა აშშ-ის საელჩო დატოვეს

ბაღდადში თავდამსხმელებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დატოვეს. ინფორმაციას „ესოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს.

თავდამსხმელებმა საელჩოს ტერიტორია ერაყის მთავრობის მოწოდების შემდეგ დატოვეს.

აქციის მონაწილეები ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 31 დეკემბერს შეიკრიბნენ. შტურმის დროს შიიტი ამბოხებულების მხარდამჭერებმა საელჩოს ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს, საელჩოს შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და ამერიკის დროშები დაწვეს. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს აპროტესტებდნენ, რომლის დროსაც 25 მებრძოლი დაიღუპა.

საელჩოს ტერიტორიიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ამის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ მარკ ესპერის ბრძანებით, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების დამატებითი ძალები გაგზავნეს.