ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

13:56, 24.11.2019

ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დემონსტრაციის დაშლა ქალაქ ან-ნასირიაში სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა ბასრას პროვინციაშიც. აზ-ზუბეირის ოლქსა და ქალაქ უმ-კასრში მომხდარი შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი, დაშავდა.

ერაყში საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან ბრძოლას, დასაქმებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საერთო ჯამში დაპირისპირებას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 15 ათასამდე კი, დაშავდა. მიმდინარე თვეში, ძალის გადამეტების ბრალდებით სასამართლოს წინაშე 66 ერაყელი ოფიცერი წარდგა.

მსგავსი