ერაყში, ავტობუსის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ერაყში, ავტობუსზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ერაყის ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციით, ქალაქ ქარბალასთან თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იყო დამონტაჟებული.