ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებული საერთაშორისო ანტი-ტერორისტული კოალიციის ფარგლებში, რეიდის ჩატარების შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა. ინციდენტი ადგილობრივი დროით, ღამის პირველ საათზე მოხდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი ევაკუაცია შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა.