ერაყში არეულობის ფონზე, ევროკავშირი ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს
ერაყში არეულობის ფონზე, ევროკავშირი ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ერაყში არეულობის ფონზე, ევროკავშირი ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროკავშირის ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება და შეინარჩუნონ სიმშვიდე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორმა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ყველა კანონი უნდა იყოს პატივცემული და ინსტიტუტების ერთიანობა დაცული. ყველა მხარემ უნდა იმუშაოს დაძაბულობის დეესკალაციისთვის და ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგში კონსტიტუციის ფარგლებში, რაც აზრთა სხვადასხვაობის გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა. ევროკავშირის ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ერაყის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.