ერაყში არეულობის დროს სამართალდამცველებმა 450 ადამიანი დააკავეს
ერაყში არეულობის დროს სამართალდამცველებმა 450 ადამიანი დააკავეს

ერაყში არეულობის დროს სამართალდამცველებმა 450 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. დაკავებულების ნახევარი ამ დრომდე ციხეში იმყოფება.

ამასთან ერთად, არეულობას ამ დრომდე 73 ადამიანი შეეწირა, 3 ათასი კი დაშავდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი ნაწილი ბაღდადიდან და დი-ქარის პროვინციიდან არიან.

ერაყში ბოლო რამდენიმე დღეა არეულობა არ ცხრება. კორუფციის, უმუშევრობისა და ქვეყანაში არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია მალევე გადაიზარდა მასშტაბურ შეტაკებაში.2 ოქტომბერს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლმდენი აირი და ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებს ოფიციალურად არცერთი პოლიტიკური პარტია არ უდგას სათავეში.