ერაყში არეულობებს 46 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
დაშავებულია ასობით ადამიანი. მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მსხვერპლის დიდი ნაწილი უკანასკნელ 24 საათში დაიღუპა.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.
სააგენტოს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა რამდენიმე დემონსტრაციამ.
მასშტაბური დემონსტრაციები და ამის პარალელურად შეტაკებები დედაქალაქ ბაღდადში, ასევე ქალაქ ნასირიაში, ამარაში, ბაქუბაში ჰილასა და ნაჯაფში მიმდინარეობს.
არეულობის გამო, რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ამასთან ერთად ხელისუფლებამ დედაქალაქთან დამაკავშირებელი რამდენიმე ავტომაგრისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
არეულობა ერაყში ბოლო რამდენიმე დღეა არ ცხრება. კორუფციის, უმუშევრობისა და ქვეყანაში არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია 2 ოქტომბერს მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა.