ერაყში 19 რუს ქალს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში დასდეს ბრალი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ირკვევა, ქალები ტერორისტული ორგანიზაციის წევრებზე იყვნენ დაქორწინებული.
შეგახსნებთ, აპრილში ამავე ბრალდებით სამუდამო პატიმრობა შვიდ ქალს მიუსაჯეს. მათ შორის ორი რუსი იყო.
რუსული მედია იუწყება, რომ ამ დროისთვის ერაყის ციხეში 50-70-მდე რუსეთის მოქალაქე ქალი რჩება. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, ნაწილმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები სამხედრო მოქმედებების დროს თავად გაანადგურა.