ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური აბუ იასერ ალ-ისავი მოკლეს
ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური აბუ იასერ ალ-ისავი მოკლეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქადიმიმ განაცხადა.
აბუ იასერ ალ-ისავი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური იყო.
გასულ კვირას „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ორ აფეთქებაზე. ხალხმრავალ ბაზარში თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ერაყში თვითმკვლელი ტერორისტი მიერ მოწყობილი პირველი მასშტაბური თავდასხმა იყო.