ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ერაყელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში, დემონსტრანტებს ხიდზე აგებული ბარიკადების გადალახვის საშუალება არ მისცეს. ხიდთან დამაკავშირებელი გზა სამთავრობო შენობებისკენ მიდის.

საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ბასრაში, ნაჯაფში და ნასირიაში. დემონსტრანტებმა მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დაწყების წლისთავი აღნიშნეს, როდესაც 2019 წლის ოქტომბერში ახალგაზრდებმა სამთავრობო ცვლილებები და ეკონომიკური რეფორმები მოითხოვეს. მას შემდეგ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.