ერაყის შეიარაღებული ძალების სპიკერი - აშშ-ის თავდასხმები მოიტანს დამანგრეველ შედეგებს ერაყისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის
ერაყის შეიარაღებული ძალების სპიკერი - აშშ-ის თავდასხმები მოიტანს დამანგრეველ შედეგებს ერაყისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის

ერაყის ხელისუფლება აშშ-ს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.

ერაყის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის პრესსპიკერის, გენერალ იაჰია რასულის განცხადებით, თავდასხმები მოიტანს დამანგრეველ შედეგებს ერაყისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ერაყის არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს დარტყმები ხდება იმ დროს, როდესაც ერაყი ცდილობს, უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერაყის ჩრდილოეთში ისლამური წინააღმდეგობის ძალები ამერიკულ სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. სამხედრო დაჯგუფების ინფორმაციით, „ჰარირის“ ბაზაზე თავდასხმა უპილოტო თვითმფრინავებით მოხდა.