ერაყის სამთავრობო არმიამ ირანის საზღვარზე, მთიან ზონაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ერაყის სამთავრობო არმიამ ირანის საზღვარზე, მთიან ზონაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ერაყის სამთავრობო არმიამ ირანის საზღვარზე, მთიან ზონაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ერაყის მთავრობა კონტროლის დამყარებას კირკუკის ნავთობით მდიდარი ზონის მახლობლად ცდილობს.

ბაღდადში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ზონაში ორი შეირაღებული დაჯგუფება მოქმედებს. ტერიტორია, სადაც სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ირანში ნავთობის ექსპორტისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

კირკუკის რეგიონიდან ნავთობით მომარაგების ხელშეკრულება ერაყსა და ირანს შორის გასული წლის 10 დეკემბერს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში 30 000 ბარელი ნედლი ნავთობის ექსპორტირება უნდა მოხდეს და მაჩვენებელი შესაძლოა, 60 000 ბარელამდე გაიზარდოს. ექსპორტი გასულ კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა ოფიციალური პირები შეფერხებას ტექნიკური მიზეზებით ხსნიან.

კირკუკის რეგიონი ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ ოლქს არ ეკუთვნის, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას კირკუკში ქურთები ფლობდნენ. გასული წლის ოქტომბერში ერაყის სამთვარობო არმიამ კიკრუკის რეგიონზე კონტროლი აღადგინა.