ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rudaw-ი, ავტონომიური რეგიონის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე მმართველი „ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის“ წევრები ამბობდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო.
ერაყის ცენტრალურ მთავრობასა და ფედერალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობები, 2017 წლის 25 სექტემბერს, ერაყის ქურთისტანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ დაიძაბა. დამოუკიდებლობას მაშინ მხარი ამომრჩეველთა 93%-მა დაუჭირა, თუმცა ოფიციალურმა ბაღდადმა ქურთებს დამოუკიდებლობის მოპოვების საშუალება არ მისცა. რეფერენდუმის შემდეგ, ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქურთისტანის რეგიონს სანქციები დაუწესა.