ერაყის ქურთისტანში დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისები დაწვეს
ერაყის ქურთისტანში დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისები დაწვეს. მასობრივი აქციები ხელფასების სრული ანაზღაურებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებით დაიწყო.
საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. აქციას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი შეუერთდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ სულაიმანიაში დემონსტრანტების გასაფანტად უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლეს.
აქციის მონაწილეების აგრესიის სამიზნე გახდა ქალაქ კოიას მერისა და პარტია „ქურთისტანის პატრიოტული კავშირის“ ოფისები. დემონსტრანტებმა პოლიტიკური პარტიების შენობებიდან დროშები ჩამოხსნეს.
საპროტესტო აქციები არ შეინიშნება ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილში. კირკუკის რეგიონის დაკარგვის შემდეგ, ქურთისტანის რეგიონული მთავრობის შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო.