ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში, რესტორანში სროლის შედეგად სამი თურქი დიპლომატი მოკლეს
ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში, რესტორანში სროლის შედეგად სამი თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ცნობით, გარდაცვლილთა შორის თურქეთის კონსულის მოადგილეა, რომელიც ორ სხვა დიპლომატთან ერთად სადილობდა.
არსებული მონაცემებით, შეიარაღებული თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ქურთისტანის უსაფრთხოების ძალებმა რესტორნის მიმდებარედ გზები გადაკეტეს. ტელეკომპანია „სქაი ნიუსის“ ცნობით, თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა.